"ლიკა ქავჟარაძეს ვეძახდი, ულამაზესი გოგო იყო" - ვინ არის 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში, CO-ს დაგროვებას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ლიკა ქავჟარაძეს ვეძახდი, ულამაზესი გოგო იყო" - ვინ არის 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში, CO-ს დაგროვებას ემსხვერპლა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში ორი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 21 წლის ანი ჯაფარიძეა.

"და მაინც, რა არის სიცოცხლე? არც არაფერი! დღეს ხარ, ოცნებობ, გეგმავ... ჰოპ და აღარ ხარ!.. ანი..." - წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი გიგა ბენია "ფეისბუკზე".

"ლიკა ქავჟარაძეს ვეძახდი, ულამაზესი გოგო იყო, გაოგნებული ვარ მომხდარით", - წერს კიდევ ერთი ახლობელი.

"ყაზტრანსგაზ - თბილისის" ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ კომპანიაში გვიან ღამით შევიდა შეტყობინება. ადგილზე მისულ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დახვდათ.

"კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.