ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა - ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა - ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. თვითმხილველის ინფორმაციით, ML-ის ჯიპს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, საავადმყოფოში ორი დაშავებული შეიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"