"ჯუჯა ბაჭიებს ვყიდი, რომ 5 წლის დაიკოს დავეხმარო, წყალტუბოდან მარტო ჩამოვედი" - კვირის პალიტრა

"ჯუჯა ბაჭიებს ვყიდი, რომ 5 წლის დაიკოს დავეხმარო, წყალტუბოდან მარტო ჩამოვედი"

თბილისში პეკინის ქუჩაზე მდგარი 17 წლის ნიკა თავის პატარა ბაჭიებთან ერთად ყველას ყურადღებას იქცევს. მას ერთადერთი მიზანი აქვს, დაეხმაროს საწოლს მიჯაჭვულ 5 წლის დაიკოს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გზაზე გაფენილი, ქაღალდზე დაწერილი სათხოვარი კი ემოციური ამბის მხოლოდ ნაწილია. როგორც თავად მომიყვა, უფულობის გამო ბავშვი საავადმყოფოში ვერ მიყავთ და სახლში გაზრდილი დეკორატიული კურდღელების გაყიდვით ცდილობს გამოსავალი მონახოს.

"ჩემს დაიკოს კუჭზე აქვს პრობლემა, საჭმელს ვერ ჭამს. საწოლში წევს, გადაადგილება არ შეუძლია. საავადმყოფოში ვერ მიგვყავს, ფული არ გვაქვს, სახლში გვყავს და გადასხმებს ვუკეთებთ. წყალტუბოში ვცხოვრობთ, სოფელ სათაფლიაში. აქ მარტო ჩამოვედი. თუ გავყიდი ბაჭიებს, დღესვე დავბრუნდები უკან, თუ ვერ გავყიდე, აქ უნდა ვიყო, ხანდახან ბავშვთა სახლში მივდივარ, ვეუბნები, ვერსად ვერ მივდივარ-თქო და მტოვებენ იხილეთ სრულად