დადიანების სასახლის მუზეუმში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

დადიანების სასახლის მუზეუმში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ნივთი დაზიანდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიმ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ნაწილის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.

"ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. დაზიანდა რამდენიმე ნივთი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას. ახლა მოდიან რესტავრატორები და მას აღადგენენ", -განაცხადა ბერაიამ.

"ინტერპრესნიუსი"