"საპატრიარქო მზად არის, მამა გიორგის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას" - კვირის პალიტრა

"საპატრიარქო მზად არის, მამა გიორგის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას"

თქვენც იხილავთ მალე, ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ანტონის თქმით, საპატრიარქო მზად არის, მიმართოს პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით.

"მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მე საჯაროდ განვაცხადე. საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსიც გვაქვს და შესაძლებლობაც და ძალაც. ეს საკითხი, თუნდაც იმისთვის უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ეკლესია განიხილავს. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის. დეკანოზის პოზიცია არის ჯანსაღი. თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩებს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის დანარჩენ ყველაფერს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება. ის, რომ საპატრიარქომ უთხრა უარი შეწყალებაზე, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. რა პასუხიც მამალაძისგან მივიღე, ამაზე შიგნით ვიმსჯელებთ. მე მიმაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და პატრიარქის პოზიცია არის დადებითი", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

"ინტერპრესნიუსი"