როგორ იქცა ქართველი ემიგრანტი ქალი ინგლისის წამყვან კონდიტერად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა ქართველი ემიგრანტი ქალი ინგლისის წამყვან კონდიტერად

მერი ჭიჭიაშვილი საქართველოდან გერმანიაში 1999 წელს გაემგზავრა. შემდეგ აღმოჩნდა ესპანეთში, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო და დაოჯახდა. მალევე მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მისი მეუღლე დირექტორი გახლდათ. გარკვეული პერიოდის შედეგ ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მერიმ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დაიწყო მუშაობა. კულინარიასთან ერთად ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხატავს, ქარგავს, ძერწავს, ქმნის ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინს... კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასზე, ბევრი სევდიანი თუ წარმატებული ისტორია მოგთხროთ, თუმცა სჯობს მერიმ თავად მოგვიყვეს ცხოვრებაზე, რომელიც ეკალ- ვარდით იყო მოფენილი.

- მინდოდა აკადემიაში ჩამებარებინა დიზაინის ფაკულტეტზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე. ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ბავშობიდან დღემდე ხელოვნება იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ვიცი არ ვარ საუკეთესო, მაგრამ ეს ის დარგია, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მაბედნიერებს, მამშვიდებს და ძალას მმატებს.

- უცხოეთში როდის გაემგზავრეთ და რა იყო გამგზავრების მიზანი?

- საქართველოდან პირველად 1999 წელს წავედი. ერთი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რამდენიმე თვეში ესპანეთში გავემგზავრე. ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა... ერთერთი იყო ის, რომ მინდოდა მეტი გამოცდილება მიმეღო. ასევე მსურდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. დღესაც სულ რაღაცის ძიებაში ვარ. არ მიყვარს ერთი და იგივე ადგილზე გაჩერება. ვცდილობ ჩემი საქმით გავამრავალფეროვნო ცხოვრება. არ შემიძლია სულ ვხატო, ვძერწო, ან ფოტოები ვიღო. ყოველთვის ვცდილობ ერთი მეორეთი ჩავანაცვლო. ამიტომ სახლში თუ მოხვალთ, ყველაფერი მაქვს - საძერწი მასალა, სახატავი, საქსოვი, საქარგავი, მძივები, თექა და ა.შ. არ ვიცი, რა დროს რის ხასიათზე ვიქნები, ამიტომ ვყიდულობ ყველაფერს, რაც ჩემი ინტერესის სფეროსთვის გამომადგება.

- დედასთან ერთად უცხოეთში გამგზავრების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება? ეს ის იყო, რასაც ელოდით?

- ესპანეთში გავიცანი ჩემი მეუღლე. გამიმართლა, რომ ჩემი მძიმე ხასიათის ატანა შეუძლია. ხშირად ვეუბნები, რომ ჯილდო ეკუთვნის ამაში. მისი დამსახურებაა ის, რაც დღეს ვარ. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ არ ან ვერ გავაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მსურდა და მომწონდა. მეუღლე შეძლებისდაგვარად ყოველთვის ხელს მიწყობს. ბავშვი რომ წამოიზარდა, დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა დირექტორად. მე სამზარეულოში ვიყავი, ვაკეთებდი ესპანურ კერძებს. ისე დავხელოვნდი, რომ ადგილობრივ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მომცეს. ამან მეტი თვით დაჯერებულობა შემმატა. იხილეთ სრულად