როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-6 მარტს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-6 მარტს

დღეს და ხვალ საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 4 მარტიდან კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 6 მარტის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"ხვალ მთაში თოვლის სახით ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და დღის მეორე ნახევარში დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს და ხვალ დაბლობში +4,+9 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0,+5, მაღალ მთაში კი -5,0.

4 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდება. 6 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

რაც შეეხება თბილისს, ხვალ, დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა, დღის მეორე ნახევარში კი დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

"ინტერპრესნიუსი"