"დედიკო, აქ ხომ ხეები არ არის და ამიტომ გაგიჟდები, ისეთი ლამაზი და დიდია აქედან ცა" - რას უყვება ციხიდან შვილს რუსუდან კერვალიშვილი - კვირის პალიტრა

"დედიკო, აქ ხომ ხეები არ არის და ამიტომ გაგიჟდები, ისეთი ლამაზი და დიდია აქედან ცა" - რას უყვება ციხიდან შვილს რუსუდან კერვალიშვილი

ჟურნალისტი ნინო დარასელი ციხეში მყოფ დედას - "ცენტრ პოინტის" დამაარსებელ რუსუდან კერვალიშვილს დედის დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს:

"დედაჩემი 2 წელია არ მინახავს, მაია კი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ვახოს ამბავზე ვნახე რამდენიმე საათით გამოსული. მათი ნახვის საშუალება მაქვს, მაგრამ არ ვნახულობ, არ მინდა იქ ვნახო, სადაც მათი ადგილი ნამდვილად არ არის.

რუსო ყოველდღე მირეკავს და იმის მაგივრად, რამეზე დაიჩივლოს, სულ კარგ ამბებს მიყვება და ფაქტიურად ჩემი პირადი ფსიქოთერაპიით არის დაკავებული.

მაგალითად, გუშინ მეუბნება: დედიკო, აქ ხომ ხეები არარის და ამიტომ გაგიჟდები, ისეთი ლამაზი და დიდია აქედან ცა, რამდენჯერ იცვლის ფერს დღის განმავლობაში და რა საოცარი სანახავიაო (ხეები რომ არ არის და ზაფხულში პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ ისუნთქება, ვითომ არა უშავს), ჰო და პლუს აქ ციხის მაღაზიაში უცნაური ფერის სათვალეები ვიყიდე ფერადი შუშებით და იმით ვიხედები და სხვა ხალხიც ამყვა და გადასარევად ვერთობითო.

სულ ცოტა სევდიანი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი, მაგრამ რუსო ამის გზას არ მიტოვებს და მეცინება. იხილეთ სრულად