"ასე მიულოცეთ დედებს დედის დღე?" - ვინ არიან წავ­კი­სი-თბი­ლი­სის გზა­ზე ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები? - კვირის პალიტრა

"ასე მიულოცეთ დედებს დედის დღე?" - ვინ არიან წავ­კი­სი-თბი­ლი­სის გზა­ზე ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები?

3 მარტს, გვიან ღამით ტრაგედია დატრიალდა წავკისი-თბილისის გზაზე, სადაც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად, მანქანაში მსხდომი 18, 20 და 23 წლის ბიჭები ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. ისინი მუსიკალური ჯგუფის "ემიგრანტების ლაზათის" წევრები იყვნენ.

"3 მარტი 3 გარდაცვლილი ასე მიულოცეთ დედებს დედის დღე? გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები თქვენი დედებისთვის? ასეთ ვაჟკაცებს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო..

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ...

ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... აღარ გვყავს ჩვენი თვალებბრიალა ბიჭი....

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ნატო ლაშქარაშვილს შვილის გაგა ლაშქარაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ასევე "ემიგრანტების არხი" მწუხარებას გამოთქვამს "ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის" წევრების გაგა ლაშქარაშვილის და გიორგი იაშაღაშვილის დაღუპვის გამო", - წერს "ფეისბუკში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტის იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე.