"გა­დავ­რჩი! წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი" - რატომ გადაიყვანეს ოთო ნემსაძე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფინალის შემდეგ საავადმყოფოში - კვირის პალიტრა

"გა­დავ­რჩი! წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი" - რატომ გადაიყვანეს ოთო ნემსაძე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფინალის შემდეგ საავადმყოფოში

ოთო ნემსაძე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულია. მომღერალი ამ დღეს დიდხანს ელოდა - რადგან ამ გამარჯვებით, "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენს და როგორც გვეუბნება, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

AMBEBI.GE მომღერალს დაუკავშირდა, სამომავლო გეგმებზე და შოუს დასრულების შემდეგ მომხდარ უსიამოვნო ინციდენტზეც ესაუბრა, რა დროსაც ოთო ფილარმონიის სცენიდან გადმოვარდა.

- ჩემი გამარჯვება რომ შევაფასო, მაშინ ხალხი უნდა შევაფასო, იმიტომ რომ, ჩემი ქვეყანის მოსახლეობა ბოლო 10 წელია, საოცარ სამყაროში მაცხოვრებს! ეს მეექვსე გამარჯვება მათი დამსახურებაა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის! "ევროვიზიაზე" ყველა ხმის ღირსეულად დაცვას ვაპირებ, ნებისმიერი ადამიანის ხმის, მათ შორის მათიც, რომლებიც სხვა კონკურსანტებს, ჩემს მეგობრებს უმესიჯებდნენ ამ თუ სხვა პროექტში. ახლა მნიშვნელოვანია გულშემატკივრის გვერდში დგომა, კომენტარები, გამხნევება, დადებითი ემოციები და საერთოდ, განწყობა საერთაშორისო ასპარეზზე. ყველას გპირდებით, რომ ბოლომდე და ღირსეულად ვიდგები „ევროვიზიის“ სცენაზე“!

- გუშინ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ, სცენაზე მილოცვებს როცა იღებდი, ინციდენტი მოხდა - სცენიდან გადმოვარდი და საავადმყოფაში გადაგიყვანეს. მოგვიყევი, რა მოხდა და ახლა როგორ ხარ? - ერთ პატარა ძალიან საყვარელ ბავშვს ჩავეხუტე და სცენიდან გადავვარდი. არ მეგონა ჩემს უკან სიცარიელე თუ იყო, ამიტომ, ფეხი უკან გადავდგი თუ არა, ვიგრძენი, სადღაც გადავვარდი. მკლავი მქონდა ამოვარდნილი და თურმე ადგილზევე ჩემით ჩამისვამს. ასე ცხოველებს ემართებათ ხოლმე. გაგრძელება