"ანაკლიის პროექტი დასრულდება, თუმცა, საკითხავია ვინ დაასრულებს მას - ხაზარაძე თუ ივანიშვილი?" - კვირის პალიტრა

"ანაკლიის პროექტი დასრულდება, თუმცა, საკითხავია ვინ დაასრულებს მას - ხაზარაძე თუ ივანიშვილი?"

ანაკლიის პროექტი დასრულდება, თუმცა საკითხავია ვინ დაასრულებს მას - ხაზარაძე თუ ივანიშვილი? ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის დისკრედიტირება, რათა მან სახსრები ვერ მიიღოს დონორებისგან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განუცხადა.

ფადი ასლი "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბიზნესზე თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი სცენარები შევარდნაძის დროს უნახავს.

"ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება და ეჭვქვეშ აყენებს წერილის არსებობას ან "თიბისის" წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია, ან ხელს აფარებს "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას, ან კიდევაც უბრალოდ იდიოტია, სხვა ალტერნატივა არ არსებობს".

მისივე თქმით, ბიზნესმენებმა ხმა უნდა ამოიღონ და ამით საკუთარ თავს უშველონ, რადგან "დღეს ეს ხაზარაძეა, გუშინ "ომეგა ჯგუფი" იყო".

ფადი ასლი 2019 წელს ინვესტიციების შემცირების პროგნოზს აკეთებს.

"2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 25%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2017 წელს. ეს მთავრობის პოლიტიკის შედეგია. ბიძინა ივანიშვილს არ სურს უცხოელი ინვესტორების ხილვა. მას არ სურს კონკურენცია. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის, ვინც აქ მოდის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მეგობრები არიან,"-განაცხადა ფადი ასლიმ.

"ინტერპრესნიუსი"