შაგუს "მესამე ანგელოზი"
11-03-2019
შაგუს "მესამე ანგელოზი"
ფოტო:ილო ბეროშვილი და ანი ბებია
"ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარი ანი და ბავშვებია"

"ჩემი ცოლის დაქალებიდან" შაგუს ცხოვრებაში ანი ბებიას გმირის გამოჩენასთან ერთად მითქმა-მოთქმა დაიწყო, რომ ანიმ ილო ბეროშვილის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. "აქამდე ჩემს ცხოვრებას ჩემი შვილების სახით ორი ანგელოზი ალამაზებდა, ახლა მესამე ანგელოზიც შემოგვემატა," - ამბობს ილო. ჩემი ინტერვიუ სწორედ "მესამე ანგელოზთან" დაკავშირებული სიახლეებით დავიწყე.

- ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანით, როდესაც რადიო "ჯაკოში" დავიწყე მუ­შაობა. გადაცემის თემა"ჯანსაღი­ ცხოვრების წესი იყო და ანი
სტუმრად მოვიდა. როცა ჩვენი პირველი შეხვედრის ამბავს იხსენებს, ამბობს, რომ დავინახე, ვიფ­იქრე, ეს უზრდელი ვინ არის, არც მომესალმაო. არადა, ისე მომეწონა, დავიმორცხვე და უხერხულობისგან ტელეფონში ჩავიხედე, თან ვფიქრობდი, ნეტავ ვინ არის ეს გოგო­-მეთქი.­ თან ლამაზი იყო, თან გემოვნებით ეცვა. კარგი რესპონდენტიც აღმოჩნდა­ - თავმდაბალი, გულწრფელი,
რაც იშვიათობაა. ეთერის შემდეგ მივწერე, რა კარგი რესპონდენტი ხარ-მეთქი, მეტი არაფერი... ორი-სამი თვის შემდეგ კიდევ მოვიკითხე­ და მანაც მიპასუხა. მერე მართლა­ დავმეგობრდით, მისი მონაწილეობით სპექტაკლს დავესწარი. ასე ნელა-ნელა მეგობრობა ახლანდელ ურთიერთობაში გადაიზარდა.

- თქვენს დღევანდელ ურთიერთობას ზუსტად რა ჰქვია?
- დღეს ერთად ვართ. ცოლქმრობა­ ჩვენთვის შემდეგ ეტაპზე გადა­სვლის­ თემატიკა არ არის. ეს სტატუსი არ ასერიოზულებს ჩვენს ურთიერთობას. ისედაც სერი­ოზული ურთიერთობა გვაქვს, ამაზე მეტი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. მთავარია, მიყვარს, ვუყვარვარ და ვცხოვრობთ ბედნიერად. დანარჩენი რა იქნება, კაცმა არ იცის.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ანი ბებია თქვენი ინიცია­ტივით გამოჩნდა?
- ანი მანამდეც მონაწილეობდა "ფორმ­ულა­ კრეატივის" სერიალში "ხელოვნური სუ­ნთ­ქვა",­ "ჩემის ცოლის დაქალებშიც" ჰქონდა ეპიზოდი და კარგად იცნობდნენ კასტინგმენეჯერებიც და რეჟისორებიც. გაუჩნდათ იდეა, რომ შაგუს ახალი გატაცება ანის განესახიერებინა.
გავგიჟდი, ეს რომ გავიგე. ამ დროს უკვე ერთად ვიყავით და გა­დაღება­ზეც ერთად მივედით. სულ მეხუმრებიან, ანი რომ მოდის,­ იმ გადაღებაზე უფრო ხალისიანი ხარო.
ილო ბეროშვილი შვილებთან ერთად
- რამდენი ხანია, ერთად ხართ?
- შვიდი თვეა. წარსულში ანისაც ჰქონდა ოჯახი. ჩემი შვილები და ანი კარგად უგებენ და ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი.

- ოჯახში მოვალეობები განაწილებული გაქვთ?
- მე მიყვარს საჭმლის მომზადება, თუმცა ცოტა ფეთხუმი ვარ და ანი რაღაცებს არ მაკარებს, მაგალითად, ჩემი დარეცხილი ჭურჭლით მტერმა დალია ყავა, მაგრამ ჩემი მომზადებული ბოლონეზე ყველ­აზე გემრიელია დედამიწაზე. ამას ანიც აღიარებს.

ძალიან ვგავართ ერთმანეთს - ტემპერამენტით, ხასიათით, გარეგნობითაც კი გვამსგავსებენ, ხშირად უთქვამთ, და-ძმასავით­ ხართო. შეიძლება ბევრს ჰგონია­, რომ მე ოჯახშიც ისეთივე მარტივი ვარ, როგორიც ეკრანზე, თუმცა სინამდვილეში­ მძიმე­ ხასიათი­ მაქვს. მე და ლუი დე ფიუნ­ესი ეგეთები ვართ. პირდაპირი ვარ, ეს მინუსია­ თუ პლუსი, არ ვიცი, მაგრამ რაც მომდის თავში, ყველაფერს ვეუბნები. ასეა ანიც.

- "ჩემი ცოლის დაქალების" მომდევნო სეზონში ორივეს გიხილავთ?
- მე რამდენიმე გადაღება უკვე მქონდა.­ ანის გმირს რა ბედი ელის, ჯერ მხოლოდ რეჟისორმა და სცენარისტმა იციან.
ვცდილობ, დიდი დრო გავატარო ჩემს შვილებთან. პარასკევი-შაბათი­-კვირა ერთად­ ვერთობით მე, სესილი და ევა. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარი­ ანი და ბავშვებია. თავისუფალ დროს ვსეირნობთ.

ანი 27 წლისაა, მე - 37-ის, მაგრამ არ მეტყობა. ხუმრობა იქით იყოს და, ყველამ კარგად მიიღო ჩვენი დაწყვილების ამბავი,­ გვილოცავენ, გვეფერებიან, გვეუბნებიან, რომ ჩვენგან დადებითი ენერგია მოდის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?