"პალატაში 11 ფსიქიკურად დაავადებულ მკვლელთან ერთად ვცხოვრობდი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც საბჭოთა სისტემამ გიჟად შერაცხა
"პალატაში 11 ფსიქიკურად დაავადებულ მკვლელთან ერთად ვცხოვრობდი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც საბჭოთა სისტემამ გიჟად შერაცხა
ფოტო:რეზო ცინცაძე
"საბჭოთა საგიჟეთი სწორედ ამისთვის იყო, რომ თვითონაც შეშლილიყავი და მათთვის საშიში აღარ ყოფილიყავი, მე კი გავუძელი, არ შევიშალე"

ოდესმე საბჭოთა კავშირი დაუჯერებელ მითადაც იქცევა, ჯერჯერობით კი ჩვენ გვერდით ისევ არიან ადამიანები, რომელთა­ ცხოვრება ამ სახელმწიფომ კოშმარად აქცია. მათ შორის არის ბათუმელი რეზო ცინცაძე - ადამიანი, რომელიც საბჭოთა ფსიქიატრიულმა მედიცინამ შეურაცხადად შერაცხა. დღეს ის ერთადერთია, ვინც ეს ჯოჯოხეთი საკუთარი თვალით იხილა.

- 82 წლის ვარ და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უნდა
მოვუყვე ჩემი ისტორია, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად გაიგონ,­ რა ჯოჯოხეთი იყო საბჭოთა სისტემა.

სოფლელი ბიჭი ვიყავი, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგიის გულმხურვალედ სჯეროდა. 1960 წელს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე და ბათუმის მანქანათმშენებლობის ქარხა­ნაში დავინიშნე საგეგმო განყოფილების უფროსად, სადაც პირველად აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში საბჭოთა ეკონომიკა არ არსებობს, ან
როგორ უნდა ეარსება, როცა ამ სივრცეში არ იყო საწარმო,­ რომელსაც­ მაღალი ტექნოლოგიების დამზადება შეეძლო. უბრალოდ, სისტემა იყო ასეთი - ნებ­ისმიერი დეტალი უნდა დამზადებულიყო სხვადასხვა საწარმოში, რომლებიც ათას­ე­ული კილომეტრებით იყო ერთმანეთისაგან­ დაშორებული. ანუ მე რომ ბათუმში საკონსერვო ავზებს ვამზადებდი,­ მათი საცობები ვოლგოგრადის ქარხნიდან­ უნდა მოეწოდებინათ, რასაც არ აკეთებდნენ, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად ვოლგოგრადში წარმომადგენელს ვგზავ­ნიდი, რომელსაც უკვე ურალისაკენ უთითებდნენ - რა ჩვენი ბრალია, ისინი საც­ობებისთვის ლით­ონს არ გვაწვდიანო. ურ­ალიდან შეიძლებოდა თურქმენეთშიც გაეშვი, საბოლოოდ კი საქმე მაინც არ კეთდებოდა. უარეს მდგომარეობაში იყო სოფლის მეურნეობა, სადაც ხელფასს გამ­ომუშავებული შრომადღეებით იძლეოდნენ.­ სულერთი იყო, გლეხი მთელი დღე იშრომებდა თუ ბალ­ახზე იკოტრიალებდა, შრომადღეს მაინც უწერდნენ და ხელფასს ერთნაირად უხდიდნენ, რაც მოტივაციას ანადგურებდა.

გერმანიაში წასვლამ კი სრულიად გამ­აოგნა­ - იქ საათივით აწყობილი წარმ­ოება­ დამხვდა. ეს ყველაფერი აღვწერე და წერილი მოსკოვში, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, კოსიგინთან გავგზავნე, იმის ნიშნად, რომ რეფორმები იყო გასატარებ­ელი­. მაგალითად კაპიტალისტური ქვეყნები და ჩინეთიც კი მომყავდა, რომელსაც სოციალისტური სისტემაც კი არ შეუცვლია, ისე წამოიწყო დიდი რეფორმები.

- ანუ გჯეროდათ, რომ პოლიტიკურ ელიტაში თქვენს წერილს განიხილავდნენ?
- მე საბჭოთა რწმენით გაზრდილი ვიყავი... მაგრამ პასუხი რომ ვერ მივიღე, მოგვიანებით, როცა მოსკოვში გავემგზ­ავრე, წერილის ბედის გარკვევა ვცადე. კოსიგინის უწყებაში მითხრეს, რომ ასეთი­ არაფერი მიუღიათ, თუმცა­ მოსკოვის ფოსტაში მომცეს ქვითარი, რომელიც­ ადასტურებდა, რომ წერილი კოსიგინის­ უწყებას ჩაბარდა.­ აღმოჩნდა, რომ წერილი­ კიდეც მიიღეს და კიდეც წაიკითხეს, რეაგირებისთვის კი საქართველოს "კაგებეს" გამოუგზავნეს.

ერთ დღეს ქარხანაში მიიღეს ერუდირებ­ული ახალგაზრდა, რომელსაც ისე დავ­უ­ახლოვდი, ყველა თემაზე ვესაუბ­რებოდი. აღშფოთებით ველაპარაკებოდი ჩეხეთში საბჭოთა ჯარების ინტერვენციაზეც. გავიძახოდი, ბარბაროსი სახელმწიფო გვაქვს-მეთქი. ბოლოს ვუთხარი, რომ აუცილებლად მივაღწევდი მინი­სტრთა საბჭოს თავმჯდომარემდე, მანამდე კი მასთან კიდევ ერთ წერილს გავგზავნიდი. ჰოდა, ერთ დღესაც თავზე ორი კაცი დამადგა და ბათუმის "კაგებეს" იზოლატ­ორში წამიყვანეს. აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი.

პირველად ამ იზოლატორში დამკით­ხეს,­ 10 დღის შემდეგ კი წარმადგინეს სამი ადამიანის პირისპირ. ისინი დაჟინებით­ მეკითხებოდნენ, რატომ არ მომწონდა საბჭოთა კავშირი და რით სჯობდა მას კაპიტალიზმი. რასაკვირველია, არგუმენტირებულად ვპასუხობდი. შემდეგ იზოლატ­ო­რში მითხრეს, რომ ეს იყო დედაქალაქ­იდან გამოგზავნილი­ ფსიქიატრების კომ­ისია, რომელსაც ჩემი შეურაცხადობა უნდა განეხილა. რადგანაც­ დაკითხვებით ეს შეუძლებელი აღმო­ჩნდა, გადაწყვიტეს, თბილისის ფსიქიატ­რიულში გადავეყვანე, სადაც ხანგრძლივად დამა­კვირდებოდნენ... ვიცოდი, რომ უკვე ყველაფრისთვის­ მზად უნდა ვყოფილ­იყავი. თბილისის მატარებლის სპეციალურ ვაგონში­ ჩამსვეს, ორი ბადრაგი მომიჩინეს და დედაქალაქში გამამგზავრეს. სადგურზე დახურული მანქანა დამხვდა, რომელმაც საბურთალოს ფსიქი­ატრიულამდე მიმიყვანა, იქ კი ცალკე პალატაში მომათავსეს, ორ შეიარაღე­ბულ მილიციელთან ერთად, თუმცა, ამ მილიციელებმა მშვენივრად იცოდნენ, იქ რაც ხდებოდა. ერთი მათგანი გამუდმებით იგინებოდა - იმის დედა, ვინც შენ აქ მოგიყვანაო, თანაც თვალს მარიდებდა, როცა სპეციალურ აბებს ურნაში ვყრიდი. ამასობაში ისევ ფსიქიატრების კომისიაზე­ გამომიძახეს.

იმ დღეს ვნახე ცნობილი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა. დაკითხვა ორი საათი გაგრძელდა. კომისია ცდილობდა, მეღიარებინა,­ რომ იდეალურ სახელმწიფოში ვცხოვრ­ობდი. ისინი­ ექვსნი იყვნენ, მე კი - ერთი და ამ ექვსს ორი საათი ვუმტკიცებდი, რომ ამას არ გავაკეთებდი. ამ სიტუაციაში ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყო, რომ საავადმყოფოს დირექტორმა­ საიდუმლოდ მითხრა, მეც შენსავით ვფიქრობ, მაგრამ სხვებთან ვერ ვიტყვიო.

რამდენიმე დღეში პალატაში ფსიქიატრი­ შემობრძანდა, რომელიც ჩემსავით ბათუ­მელი იყო და ჩურჩულით მითხრა, რეზო, აქ ყველა პატივს გცემს, ბოდიში უნდა მოგიხადოთო. რატომ, თქვენ რა ბრალში ხართ-მეთქი. ბათუმში გგზ­ავნით და მაგას იქ გაიგ­ებო. რომ წავიდა, გაკვი­რვებული ჩავეკითხე ჩემს მცველ პოლიციელს, რა უცნაურია, რომ ბოდიშს მიხდის-მეთქი. მან კი ისევ შეიგინა, ალბათ, უკვე გიჟის საბუთი გაგიფორმეს,­ იმიტომ გიხდის ბო­­დი­შსო. ბათუმის იზოლატორში­ გამო­მი­ცხადეს, შეურაც­ხადად მიგიჩნიეს, ახლა ყაზანის ფსიქიატრიულში უნდა იმკ­ურნალოო.

- და სწორედ ყაზანში იყო მთავარი საბჭოთა ფსიქიატრიული მონსტრი.
- დიახ. ამ დაწესებულების მხოლოდ დანახვაც კი შეგზარავდათ - გარშემო მავთულხლართების ღობეები ჰქონდა შემოვლებული, რომელთა მიმდებარედ შეიარაღებული მილიციელები დადიოდნენ. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, საავადმყოფო შემოღობილი იყო უზარმაზარი გალავნითაც, რომელზეც, კიდეც რომ მიეშვი ვინმეს, მაინც ვერ გადააღწევდი.

რაც მთავარია, ყაზანში შეუძლებელი­ იყო, აბები არ დაგელია - ექთანი თვალყურს გადევნებდა და მაშინვე გაგკო­ჭავდნენ. სხვა გზა არ იყო, ეს აბაბი უნდა მეყლაპა, ყველაზე რთული კი ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, იქიდან როდის გამომიშვებდნენ. პალატაში 11 ფსიქიკურად დაავადებულ მკვლელთან ერთად ვცხოვრობდი.

- ეს მკვლელები როგორ გექცეოდნენ?
- ისინი იმდენ წამალს სვამდნენ, აგრესიულები არ იყვნენ, თუმც კი გამუდმებით მელაპარაკებოდნენ, როგორ დახოცეს თავიანთი ახლობლები. მაგალითად, ჩემ გვერდით მწოლიარე ჰუსეინოვს ცოლი ჰყავდა ნაჯახით აჩეხილი; კურიგოვს - და, რომელსაც 60 ჭრილობა მიაყენა; აზერბაიჯანელმა გადელშინმა საკუთარი ორი წლის შვილი მოახრჩო, რომელიც გამოცდისთვის მომზადებაში უშლიდა ხელს; უზბეკ ულუმბაევს დედა ჰყავდა ნაჯახით აჩეხილი.
ეს ულუმბაევი ჩვეულებრივად მუშაობდა და შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც პელმენების ხარშვისას ეზოში ცუგა შემოვარდა. ულუმბაევმა მას პური გადა­უგდო, მაგრამ ცუგამ პირი არ დააკარა, ამიტომ ულუმბაევმა ცუგას ხახაში რკინა გაუყარა. მას ფსიქიატრიულში უმკურნალეს, გამოსვლისას კი პენსია დაუნიშნეს. ეს პენსია ულუმბაევსა და დედამისს კვებისთვის არ ეყოთ, ამიტომ დედა მოკლა, რასაც არც ნანობდა - დედაჩემს ფეხი სტკიოდა და საიქიოში მოურჩენენო.

- როგორ უძლებდით ამ ადამიანებთან ყოფნას?
- საბჭოთა საგიჟეთი სწორედ ამისთვის იყო, რომ თვითონაც შეშლილიყავი და მათთვის საშიში აღარ ყოფილიყავი, მე კი გავუძელი, არ შევიშალე.
ყაზანში ექიმმა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დამიძახა და მკითხა, აბა, როგორ ხართ, აზრი შეიცვალეთო? ვუპასუხე, როდის იყო, წამლები აზრს ცვლიდა-მეთქი. მან კი მითხრა, მე ექიმი ვარ და პოლიტიკის არაფერი გამეგება, მაგრამ ადამიანების მესმის. თქვენ ჯანმრთელი კაცი ხართ, მაგრამ თუ კომისიასაც ეტყვით, რომ აზრი არ შეგიცვლიათ, აქედან ვერასდროს გახვალთ, ამიტომ უნდა უთხრათ, არ ვიცი, რა მომივიდა, როცა საბჭოთა კავშირს ვლანძღავდი, ამიერიდან ამას არაფრით ვიზამ-თქო.

ასეც მოვიქეცი და ყაზანიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გამომიშვეს შეურაცხადის საბუთით და დაავადების მეორე ჯგუფის პენსიით. ეს ნიშნავდა, რომ მუშაობის უფლებაც არ მქონდა, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მე კი მაღალი დონის ეკონომისტი ვიყავი და ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში ეკონომისტად მიმიღეს, თან რეგულარულად მამოწმებდნენ როგორც ფსიქიკურად დაავადებულს. ერთ-ერთი შემოწმებისას გაიგეს, რომ სამუშაო მქონდა და პენსია მესამე ჯგუფზე გადამიტანეს, ანუ შემიმცირეს. ბოლოს მესამე ჯგუფიც მომიხსნეს. ამის გამო, რა თქმა უნდა, არ დავქცეულვარ და არც წავქცეულვარ. პირიქით, ამ ამბების შემდეგ დავოჯახდი და სამი შვილიც გავზარდე. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე კვლავ ბათუმში ვცხოვრობთ, შეურაცხადის სტატუსის მოხსნა კი მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში შევძელი.

- საინტერესოა, ამ წამებისთვის კოპენსაცია თუ მიიღეთ.
- 2014 წელს ჩეხეთში მიმიწვიეს - იქ ყოველ წელიწადს იწვევენ მათ, ვინც თავისუფლებისმოყვარე ჩეხებს საბჭოთა კავშირიდან თანაუგრძნობდა. ამის შესახებ ჩეხეთიდან რადიო "თავისუფლებამ" გადმოსცა, მეც ვისაუბრე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამერიცხა 2000 ლარი - რეპრესირებულის კომპენსაცია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ამბავს ცოტა ირონიულადაც კი შევხედე - ის ადამიანები რომ არა, რომლებმაც საბჭოთა სახელმწიფოს გაქრობაში შეიტანეს წვლილი, ჩვენ თავისუფლება არ გვეღირსებოდა. სხვა საქმეა, როგორ ვიყენებთ იმას, რისთვისაც მეც თავგანწირვით ვიბრძოლე.

...
22 მარტი 2019 09:59
სანიმუშო კაცი ბრძანდებით ბატონო რეზო! უღმესი მადლობა თქვენი სამაგალითო საქციელისათვის, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. სტატიისათვის ავტორს დიდი მადლობა და მის მაგივრად ვპასუხობ, ახლა?-ახლა მთელ საქართველოსთან ერთად თავისუფალი და მომავლის დიდი იმედით აღსავსე ვარ!!
ომარი
20 მარტი 2019 14:53
ეხლა როგორა ხარ , თავისუფალო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?