"ვი­თხოვთ, სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა"
"ვი­თხოვთ,  სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა"
"და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ყო­ფი­ლი სი­ძეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ისარ­გებ­ლოს?"

ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის დავა იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლურ თან­ხას - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ეს
გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ამ და­ვის გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სე­ბი - როინ მეტ­რე­ვე­ლი და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი 2009 წლი­დან 2016 წლამ­დე კა­ნო­ნი­ერ
ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ერთი შვი­ლი - ექ­ვსი წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი ჰყავთ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნა.


2017 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში სკან­და­ლიც კი მოჰ­ყვა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Daily Mail-მა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის "კლო­უ­ნი პრინ­ცი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რის სა­ხე­ლით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის­თვის კონ­კრე­ტულ თან­ხას ითხოვ­და.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია "სა­მარ­თლის გზის" ად­ვო­კა­ტი ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი იცავს. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გო­რე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად თავს მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ასა­ღებს, რომ ამით ფული იშოვ­ნოს.

"ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ წარ­მო­ად­გენს ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა იმ შტოს, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. ამას ყვე­ლა ის­ტო­რი­კო­სი და­გი­დას­ტუ­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სარ­ჩელს, ვი­თხოვთ აღიკ­ვე­თოს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ და­ვის თა­ვის­თა­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნით ზუს­ტად ეს სა­კი­თხი არ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში არ­სე­ბობს მე-17, მე-18, მე-19 მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კრძა­ლავს სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვაა მე­ო­რე ადა­მი­ან­თან თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა, მარ­თა­ლია, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი არ ამ­ბობს, რომ ის არის ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მაგ­რამ მის სტა­ტუსს იყე­ნებს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად.

ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის სუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წმინ­და­ნე­ბა­დაც არის შე­რა­ცხუ­ლი, ისე პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გის წი­ნა­შე. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, ის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ასე ისარ­გებ­ლოს? ჯილ­დო­ე­ბი გას­ცეს?" - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. გაგრძელება

mako
12 მარტი 2019 21:01
თუ ღმერთი გწამთ მოეშვით ამ სისულელებს, ანა მეტი საქმე არქა გაქვთ, რას ნიშნავს ყოფილი სიძე...ის პატარა გიორგის ყოფილი მამაა თუ რა.თუ იცით ებრაელებისგან განსხვავებით გვარიც, ოჯახიშვილობაც მამის ხაზით გადადის. რამდენადაც ვიცი დავითის მხარე უფრო აღიარებულია მსოფლიო სამეფო დინასტიების მიერ. საერთოდ კი ეს წყალი ჩავლილია და დამშვიდდით, ბაგრატიონებს თავის დროზე უნდა მოგევლოთ ქვეყნისთვისაც და ტახტისთვისაც. მსოფლიო ისტორიაში მე არ ვიცი პრეცედენტი სამეფო დინასტია 2 საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღდგენილიყოს.
gio
12 მარტი 2019 09:59
გაუმარჯოს მონარქიულ წყობას, არ ჯობია ერთ მეფეს აჭამო ვიდრე მთელ პარლამენტის დებუტატებს?
ნიკოლოზი
12 მარტი 2019 09:32
არაფერი სცხიათ ამათ ბაგრატიონობისა, ცივის მთაზე არიან დასაბრებლები!! სირცხვილია ასეთი სულმდაბლობა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა