"თუ ქეთი თბი­ლის­ში მარ­ტო ჩა­მო­დის, არ ნიშ­ნავს, იძა­ხონ, ქმა­რს გა­შორ­დაო"- რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"თუ ქეთი თბი­ლის­ში მარ­ტო ჩა­მო­დის, არ ნიშ­ნავს, იძა­ხონ, ქმა­რს გა­შორ­დაო"- რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"თუ ქეთი თბილისში მარტო ჩამოდის, არ ნიშნავს, იძახონ, ქმარს გაშორდაო"- რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მსოფლიოს ქართველი მეგავარსკვლავის ქეთი მელუას შესახებ როგორც ინგლისურ, ისე ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგი დიდი ხანია პარანოიით იტანჯება და მეუღლესაც კარგა ხანია გაშორდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მომღერლის ბიძას არჩილ მელუას დავუკავშირდით:

- დაახლოებით სამი კვირის წინ ქეთის კონცერტი ჰქონდა და თავს გადასარევად გრძნობს. ახლახან სახლის რემონტი დაასრულეს, ჩემს ოჯახს ელოდებიან სტუმრად ლონდონში და ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ტყუპი ვაჟები მყავს, რომლებზეც ქეთი გიჟდება და მათ სულ საჩუქრებით ანებივრებს. მესმის, რომ თბილისში ღონისძიებებზე ზოგჯერ მარტო ჩამოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლეს გაშორდა. პირიქით, ერთმანეთზე გიჟდებიან და არ მესმის ამ ჭორის რა საფუძველი არსებობს?! ერთადერთი რაც ვიცი, ჩხუბი მოუვიდათ, კედელზე რომელი სურათი ჩამოეკიდათ. ქეთის სხვა სურდა, მეუღლეს - სხვა და ეგ იყო მათი უკმაყოფილების მაქსიმუმი... როდესაც ადამიანი ცნობილი ისე ხდება, რომ მის ირგვლივ არანარი სკანდალი არ არის, მერე ალბათ რაღაც უნდა მოიგონონ.

- ანუ სრულიად გამორიცხავთ ორივე ინფორმაციას?

- რასაკვირველია, რაც არ არის, აბა როგორ დავადასტურებ?! ჯეიმსს თავის ბიზნესი, თავის საქმე აქვს და ღონისძიებაზე თუ ქეთი თბილისში მარტო ჩამოდის, არ ნიშნავს, იძახონ, ქმარი მოუკვდა, ან გაშორდაო! ლონდონში სტუდიის დაქირავება ძალიან ძვირი ღირს და სათანადო მიხედვა სჭირდება! საქართველოში რომ ვაცდენთ სამსახურს, როცა მოგვინდება, ლონდონში ასე არ არის! სახლი დაასრულეს, ქეთის დედა ამბობდა, ბოლო სავარძელი შევიტანეთო და ძალიან გახარებული არიან. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა შვილთაშვილის ყოლაა. სულ ვეუბნები ქეთის და მპირდება, იქნებაო"