9 წლის მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზეა - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

9 წლის მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზეა - რას ამბობს ექიმი?

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

„დამწვარი აქვს სხეულის სხვადასხვა ადგილები: ზედა და ქვედა კიდურები და გულმკერდი. მიღებული აქვს სხეულის 50%-ის დამწვრობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, გუშინ გადმოიყვანეს.

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"