სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა მიმდინარეობს - პროცესს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ესწრება - კვირის პალიტრა

სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა მიმდინარეობს - პროცესს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა მიმდინარეობს. სასამართლოს ესწრება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. მოსარჩელე მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ამ დავის განხილვა დაავალა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობა, სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეულნი იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალ.

გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის წარმომავლობა სადაო არ არის. რაც შეეხება დავით ბაგრატიონ მუხრანელს, მას ამაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სასამართლოს ესწრება ბაგრატიონ-გრუზინსკების მხარდამჭერები, მათ შორისაა გია შერვაშიძე, რომელიც ყოფილი გენერალია. შერვაშიძის თქმით, "ეს ის შემთხვევაა როცა ნუგზარს მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენ მის გვერდით უნდა დავდგეთ". ისტორიკოსებმა პროცესის დაწყებამდე დააფიქსირეს მათი მოსაზრება, რომ ბაგრატიონთა პირდაპირი შთამომავალი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თქმით, მათი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

(სპეციალურად საიტისთვის)