რუსთავში 13 წლამდე გოგო კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუსთავში 13 წლამდე გოგო კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსთავში, 13 წლამდე გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"