რა ოდენობის თანხაა დაგროვებული საპენსიო ფონდში და რამდენი დასაქმებულია ჩართული? - კვირის პალიტრა

რა ოდენობის თანხაა დაგროვებული საპენსიო ფონდში და რამდენი დასაქმებულია ჩართული?

ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია აკუმულირებული, სისტემაში 44 000 კომპანია და 562 000 დასაქმებულია ჩართული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა.

„ბოლო მონაცემებით, ჩვენს საპენსიო ფონდში პირველი 100 მილიონი ლარი შეგროვდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით ხორციელდება. ამ თანხებთან სახელმწიფო არანაირ შემხებლობაში არ არის. ეს არის კერძო საკუთრება, პერსონალურად იმ ყველა მოქალაქის, რომელიც ჩაერთო სქემაში. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ აქტივებში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეამოწმონ პირადი მონაცემები.

"ინტერპრესნიუსი"