"ამბობენ, "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო" - რას ამბობენ რუსთავში გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მეზობლები - კვირის პალიტრა

"ამბობენ, "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო" - რას ამბობენ რუსთავში გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მეზობლები

არსებული ინფორმაციით, გოგონას, რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილ 13 წლამდე მოზარდთან ერთად იმყოფებოდა, პოლიცია კითხავს.

რაც შეეხება თავად მომხდარის სავარაუდო მიზეზებს, მეზობლებს საუბარი უჭირთ. ისინი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გარდაცვლილი გოგონა მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა.

ამასთან, როგორც კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სახურავის კიდე იმდენად მაღალია, რომ იქიდან გადმოვარდნა შეუძლებელია.

"ამბობენ, ერთ-ერთი გოგო ტელეფონით "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო. არ ვიცით. სახურავის კიდე მაღალია და მასზე სპეციალურად თუ არ ახვედი, თორემ იქიდან გადმოვარდნა შეუძლებელია", - განაცხადა მეზობელმა.

რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"