"ამბობენ, "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო" - რას ამბობენ რუსთავში გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მეზობლები
"ამბობენ, "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო" - რას ამბობენ რუსთავში გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მეზობლები
არსებული ინფორმაციით, გოგონას, რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილ 13 წლამდე მოზარდთან ერთად იმყოფებოდა, პოლიცია კითხავს.

რაც შეეხება თავად მომხდარის სავარაუდო მიზეზებს, მეზობლებს საუბარი უჭირთ. ისინი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გარდაცვლილი გოგონა მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა.

ამასთან, როგორც კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სახურავის კიდე იმდენად მაღალია, რომ იქიდან გადმოვარდნა შეუძლებელია.

"ამბობენ, ერთ-ერთი გოგო ტელეფონით "სელფს" იღებდა და სახურავის კიდეზე თავად ავიდაო. არ ვიცით. სახურავის კიდე მაღალია და
მასზე სპეციალურად თუ არ ახვედი, თორემ იქიდან გადმოვარდნა შეუძლებელია", - განაცხადა მეზობელმა.

რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ნელი
13 მარტი 2019 21:39
სელფის გადასაღებად მაინცდამაინც უცხო სადარბაზოს სახურავზე უნდა ასულიყვნენ? არ მჯერა მაგ ვერსიის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები