"სავარაუდოდ, "სელფს" იღებდა" - ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელიც კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გადმოვარდა და დაიღუპა
"სავარაუდოდ, "სელფს" იღებდა" - ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელიც კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გადმოვარდა და დაიღუპა
"დედა იტალიაშია, აქ მამასთან ცხოვრობდა"

გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და, 13 წლის ლიზი ვა­და­ჭ­კო­რი­აა. იგი მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნა რუს­თავ­ში კერ­ძო სკო­ლა "რე­ცა­ში" სწავ­ლობ­და. ის მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, დედა კი იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ო­დაა წა­სუ­ლი. ლი­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა დე­დას უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ვა.

კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და, იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 13:30 წუთ­ზე სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ებს გვი­და,
რა დრო­საც იქ ორი უცხო გო­გო­ნა შე­ვი­და.

"რო­გორც გა­ვი­გეთ, გო­გო­ნა მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც აქ შე­მო­სუ­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, ვის­თან მი­დი­ოდ­ნენ, უცხო სა­ხე­ლი მი­თხრეს, ასე­თი ამ სა­დარ­ბა­ზო­ში არა­ვინ ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გარ­დაც­ვლილ­ში სწო­რედ ზე­ვით მი­მა­ვა­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი ამო­ვი­ცა­ნი. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ,
"სელფს " იღებდა", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ვა­რა­უ­დოდ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ავი­და. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
დღის კითხვადი სტატიები