"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!"
"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!"
ფოტო:რომეო მალაზონია
18 წლის ბიჭის სევდიანი ამბავი

"15 წლიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიჭირავს ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე, რა არის ცხოვრება...
არასდროს იწუწუნოთ, თუ "აიფონი" არ გაქვთ - ეს დასასრული არ არის. იშრომეთ, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა "ბირჟაზე"
სიცხეში უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს, როდის გიყიდიან მშობლები ჩანთას სკოლაში მისასვლელად.
მე ბავშვობა დავკარგე... შეუნარჩუნეთ, მშობლებო, თქვენს შვილებს ბავშვობა. თუ ამ ყველაფრის გამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია".

გთავაზობთ ამონარიდებს ზუგდიდელი რომეო მალაზონიას გულისამაჩუყებელი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ერთ
რამეს მივხვდი, რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა და არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ვცდილობ, ყოველთვის მხიარული და პოზიტიური ვიყო. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. 4 წლის განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი, არაერთი ორგანიზაციის წევრი ვარ, მოკლედ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება მომწონს და მიხარია, თუ რამეში ჩემი წვლილი შემაქვს..."
რომეო მალაზონია ძმასთან ერთად
"რთული ბავშვობა მქონდა, 3 წლამდე საავადმყოფოში ვიწექი, რადგან ექიმების დაუდევრობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. მყავს მშობლები და ძმა - რომანოზი, რომელიც ივნისში 21 წლის გახდება და ამჟამად მონასტერშია... დღემდე მწარედ მახსოვს 2011 წლის ზამთარი. "გთხოვთ, წადით აქედან, ბავშვები არ შემიშინოთ!" - ჩამესმა 11 წლის ბავშვს დედის ხმა, ღამის 4 საათზე. თურმე ვიღაც ნიღბიანები სახლში შემოპარვას ცდილობდნენ. "მამიკო, რა უნდათ ამ შავ კაცებს ჩვენგან, დავუშავეთ რამე?" - ვეკითხებოდი შეშინებული მამას..."

"იმ ღამით რომანოზმა ბალიშის ქვეშ დაიდო დედაღვთისმშობლის ხატი და, როგორც თვითონ ამბობს, ამ ამბავმა უფრო დაახლოვა უფალს. მაშინ ორივემ დიდი სტრესი მივიღეთ, თან ასეთი შემთხვევა კიდევ სამჯერ განმეორდა. ამ ყველაფერმა აფხაზეთის მიმართ ცუდი მოგონებები დამიტოვა. მგონია, რომ მანდ ჩემი ბავშვობა მოკლეს!.."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
დღის კითხვადი სტატიები