"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა? - კვირის პალიტრა

"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?

23 წლის ფოტომოდელ ლიკა ხაჭაპურიძესთან, სტუმრად პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი, დომენიკ პარსელი ჩამოვიდა. მსახიობს დიდი პოპულარობა სერიალმა "გაქცევამ" მოუტანა. ამ სერიალს საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამიტომ მისი საქართველოში სტუმრობა საზოგადოებას არ გამოჰპარვია. ლიკამ მეგობარს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერებინა და ჩვენი კულტურა გააცნო. დომენიკ პარსელი საქართველოდან პოზიტური ემოციით დატვირთული წავიდა. როგორც შევიტყვეთ, აპრილში ისევ ჩამოსვლას გეგმავს. ისიც ითქვა, მსახიობი ქართველ მოდელზეა შეყვარებულიო. რა ურთიერთობაა მოდელსა და მსახიობს შორის, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ექსკლუზიურად ლიკა ხაჭაპურიძე პასუხობს.

ფოტოგალერეა

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ის დაინტერესებული იყო ჩემით. ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით. საქართველოში ჩამოსვლაც გადაწყვიტა, უნდოდა მეც ვენახე და აქაურობაც დაეთვალიერებინა. ჩემი მეგობრების გაცნობაც სურდა. ერთი კვირა იყო საქართველოში. გავაცანი საქართველოს კულტურა, ჩემი მეგობრები. აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი კამერასთან როგორც მოდელი, გადაღებებზეც გამომყვა. უკვე წავიდა და შეიძლება კიდევ გვესტუმროს..."

ლიკა ხაჭაპურიძე და დომენიკ პარსელი

"როცა მეგობრებმა გაიცნეს, ყველა აღნიშნავდა, როგორი უბრალო ადამიანიაო. მართლა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელურია. თბილისი დავათვალიერებინე, ქართლის დედა მოეწონა ძალიან, აბანოთუბანიც. ქართული საჭმელებიც მოეწონა, ერთადერთი რაც ვერ გაიგო, ის იყო, 23 წლის ხარ და მშობლებთან რატომ ცხოვრობო..."

"დომენიკი ძალიან პოპულარულია, საქართველოში ხალხი ცნობდა, ყველა აჩერებდა და სთხოვდა, მასთან სურათი გადაეღო. ეგონათ, გადაღებებზე იყო ჩამოსული. მეც გამომყვა ჩემს გადაღებებზე, აინტერესებდა ეს პროცესი. მითხრა, ძალიან მინდა ცნობილი გახდე და ამაში დაგეხმარებიო. როცა ჩემი პოზიორობა ნახა კამერებთან, მსახიობობა სცადეო, ძალიან მოეწონა. შენ "სთარი" უნდა გახდე, რადიკალურად განსხავავებული ხარ კამერის წინო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ლიკა ხაჭაპურიძისა და დომენიკ პარსელის ფოტოები

თეა ხურცილავა