რუსეთი ოკუპანტია !
"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?
"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?
ფოტო:ლიკა ხაჭაპურიძე, დომენიკ პარსელი
23 წლის ფოტომოდელ ლიკა ხაჭაპურიძესთან, სტუმრად პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი, დომენიკ პარსელი ჩამოვიდა. მსახიობს დიდი პოპულარობა სერიალმა "გაქცევამ" მოუტანა. ამ სერიალს საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამიტომ მისი საქართველოში სტუმრობა საზოგადოებას არ გამოჰპარვია. ლიკამ მეგობარს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერებინა და ჩვენი კულტურა გააცნო. დომენიკ პარსელი საქართველოდან პოზიტური ემოციით დატვირთული წავიდა. როგორც შევიტყვეთ, აპრილში ისევ ჩამოსვლას გეგმავს. ისიც ითქვა, მსახიობი ქართველ მოდელზეა შეყვარებულიო. რა ურთიერთობაა მოდელსა
და მსახიობს შორის, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ექსკლუზიურად ლიკა ხაჭაპურიძე პასუხობს.


გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ის დაინტერესებული იყო ჩემით. ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით. საქართველოში ჩამოსვლაც გადაწყვიტა, უნდოდა მეც ვენახე და აქაურობაც დაეთვალიერებინა. ჩემი მეგობრების გაცნობაც სურდა. ერთი კვირა იყო საქართველოში. გავაცანი საქართველოს კულტურა, ჩემი მეგობრები.
აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი კამერასთან როგორც მოდელი, გადაღებებზეც გამომყვა. უკვე წავიდა და შეიძლება კიდევ გვესტუმროს..."
ლიკა ხაჭაპურიძე და დომენიკ პარსელი
"როცა მეგობრებმა გაიცნეს, ყველა აღნიშნავდა, როგორი უბრალო ადამიანიაო. მართლა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელურია. თბილისი დავათვალიერებინე, ქართლის დედა მოეწონა ძალიან, აბანოთუბანიც. ქართული საჭმელებიც მოეწონა, ერთადერთი რაც ვერ გაიგო, ის იყო, 23 წლის ხარ და მშობლებთან რატომ ცხოვრობო..."

"დომენიკი ძალიან პოპულარულია, საქართველოში ხალხი ცნობდა, ყველა აჩერებდა და სთხოვდა, მასთან სურათი გადაეღო. ეგონათ, გადაღებებზე იყო ჩამოსული. მეც გამომყვა ჩემს გადაღებებზე, აინტერესებდა ეს პროცესი. მითხრა, ძალიან მინდა ცნობილი გახდე და ამაში დაგეხმარებიო. როცა ჩემი პოზიორობა ნახა კამერებთან, მსახიობობა სცადეო, ძალიან მოეწონა. შენ "სთარი" უნდა გახდე, რადიკალურად განსხავავებული ხარ კამერის წინო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა

Marafet
16 მარტი 2019 15:20
კაპიტალისტური სოციოლოგიის კანონი: ღარიბი ქვეყნის ახალგაზრდა შვილები მდიდარი ქვეყნის ფულიან ბებერებს
ხანუმა
16 მარტი 2019 06:15
ხელიოო. ერთი გვარიანათ აგორავეთ გემრიელი ჭიტლაყიც უთავაზედ და გააგდეთ აქედან ეგ ვირიშვილი.
მაინც
15 მარტი 2019 13:15
ჩვენი ჯობია!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები