"ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?!... რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?" - რატომ უწოდეს რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო"
"ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?!... რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?" - რატომ უწოდეს რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო"
12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ცერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი
შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას"...

"რა სირ­ცხვი­ლია თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა "ბედი ქარ­თლი­სა"... სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ?"… - და­წე­რა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა და კრი­ტი­კოს­მა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "მა­რაზ­მი" ან
არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი ამ დად­გმას ვერ აღ­წერ - ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ", - ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.
სპექტაკლს ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად
კრი­ტი­კულ ფე­ის­ბუქ-პოს­ტებს არა­ნაკ­ლე­ბად მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა: "ამ წარ­მოდ­გე­ნით ფაქ­ტი­უ­რად, სა­ბო­ლო­ო­ოდ და­უ­მარ­ხავს თავი"; "უბ­რა­ლოდ, სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი წარ­მოდ­გე­ნაა"; "მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა სცე­ნის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი?"; "...რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში პარ­ლა­მენ­ტი გვქონ­და, თქვენ სად იყა­ვით სა­ერ­თო­ო­ო­ოდ - ვი­ღაც ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა შე­მოხ­ვე­უ­ლი "სა­მაზ­ვა­ნე­ცი ლორ­დი" ზედ და­ჩხა­ო­და ბრი­ტა­ნე­თის ელჩს. არც ამას ვხუმ­რობ"; - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ კრი­ტი­კი­დან, რაც რო­ბერტ სტუ­რუ­ას წარ­მოდ­გე­ნას "ბედი ქარ­თლი­სა" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა...

ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა სპექ­ტაკ­ლის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­უ­ზი­ა­რა:

"სპექ­ტაკ­ლის კრი­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ეხე­ბა მხატ­ვრულ და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მხა­რეს, რად­გან მხო­ლოდ რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ძლებთ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა მა­ინც უნდა ით­ქვას, რომ ამ მხრი­ვაც სა­ში­ნე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა არსს: წარ­მოდ­გე­ნა მო­წყო­ბი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის გახ­სნის 100 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში; ამ თა­რი­ღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხით და ამა­ვე დროს იგი დატ­ვირ­თუ­ლია რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სით, ასე­ვე ტრა­გი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ, პირ­ველ­მა სრულ­ფა­სო­ვან­მა არ­ჩე­ულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ, 1919-1921 წლებ­ში შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცია - იმ დრო­ის მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სინ­თე­ზი. კრე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მთლი­ა­ნად იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი დიდი "პრო­ექ­ტის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ში. საბ­ჭო­თა რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ 1921 წლი­დან, ეს პრო­ექ­ტი მოკ­ლა - ისე­ვე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რა კრე­ბის დე­პუ­ტატ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და მათი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კვა­ლი ამო­შა­ლა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან...

100 წლის­თავ­ზე, ამ დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს ბოლო აკორ­დად მო­წყო­ბილ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ წარ­მოდ­გე­ნა­ში ოდ­ნა­ვი ნა­სა­ხიც კი არ ჩან­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ავ­ტორ(ებ)მა წარ­მოდ­გე­ნას "არა­ის­ტო­რი­უ­ლი ფანსტას­მა­გო­რია" და­არ­ქვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლო­ვანს ვერ შე­ე­და­ვე­ბი, რა მხატ­ვრულ ფორ­მას აირ­ჩევს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი წარ­მოდ­გე­ნის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა რაც ვნა­ხეთ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტა იყო, რომ კრი­ტი­კაც ჭირს - არა მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუ­თხი­თაც...

რა­ტომ უნდა იყოს გრო­ტეს­კუ­ლი, აბ­სურ­დუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ასე­თი დღი­სათ­ვის? თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში, ხე­ლო­ვანს შე­ზღუდ­ვებს ვერ უწე­სე­ბენ - შე­მოქ­მე­დე­ბა იმი­თაც ფა­სობს, რომ ბევ­რი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რად მძი­მედ მი­სა­ღე­ბი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, შო­კის­მომ­გვრე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც კი იყოს, თუმ­ცა ეს ეფექ­ტი მი­ზან­მა და სათ­ქმელ­მა უნდა გა­და­წო­ნოს ხოლ­მე - მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე მან­კი­ე­რე­ბა გა­ა­შიშ­ვლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ან­ჯღ­რი­ოს, მწა­რედ შე­ახ­სე­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და აშ... ჰქონ­და ამ წარ­მოდ­გე­ნას მსგავ­სი მი­ზა­ნი? ჩვე­ნი აზ­რით - არა. რა­ი­მე მწვა­ვე პრობ­ლე­მა გა­ა­შიშ­ვლა ამ არ­ჩე­ულ­მა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­მა? ანა­ლო­გი­უ­რად - არა.

სა­მა­გი­ე­როდ, "არა­ის­ტო­რი­უ­ლი" წარ­მოდ­გე­ნის პრე­ტენ­ზია დიდი იყო - ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი "ვა­რა­მი და სატ­კი­ვა­რი" არ­გო­ნავ­ტე­ბი­დან დღემ­დე. ამ მცდე­ლო­ბებ­ში კი ვერ წა­ვი­და სა­დღეგ­რძე­ლოს პა­თე­ტი­კის, კო­მი­კუ­რო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­ლი მა­ხინ­ჯი ის­ტო­რი­უ­ლი კლი­შე­ე­ბის იქეთ - რომ ოდით­გან­ვე "ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევ­დნენ", "ერ­თმა­ნეთს ვჭამ­დით", "ევ­რო­პას ფე­ხებ­ზე ვე­კი­დეთ" და აშ...

სპექ­ტაკლში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მუს­ლი­მი პერ­სო­ნა­ჟე­ბის უკი­დუ­რე­სად სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად და და­მამ­ცი­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნა; "აღ­მო­სავ­ლელ მუს­ლიმ დამპრყობ­ლე­ბად" ნა­გუ­ლის­ხმე­ვი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ხა­ტუ­ლი იყ­ვნენ ყვე­ლა იმ ბნე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­პო­ვე­ბო­დეს ჩვენს ირ­გვლივ.

ეს მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე დარ­ბაზ­ში ის­ხდნენ და სპექ­ტაკლს ღია ეთერ­შიც უყუ­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მოწ­ვე­ულ სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ მე­ზო­ბე­ლი მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბით დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი!" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა.

"ბედი ქარ­თლი­სას" შე­სა­ფა­სებ­ლად AMBEBI.GE ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს და თე­ატრმ­ცო­დე­ე­ებს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ისი­ნი თე­ატ­რში არა­ვის მი­უწ­ვე­ვია, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით პრო­ფე­სი­უ­ლი ეტი­კე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს... სპექ­ტაკ­ლი არც ცნო­ბილ რე­ჟი­სორს - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უნა­ხავს, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია რო­ბერტ სტუ­რუ­ას მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში: გაგრძელება

...
14 მარტი 2019 22:47
რაო, სიმართლე არ უნდა თქმულიყო, რადგან დარბაზში მუსლიმი სტუმრები იჯდნენ? მაამებლოობა რომ გვღუპავს! რაა, არ ვჭამთ ქართველები ერთმანეთს? ის ხომ მოგეწონათ, რუსეთს რო. გადაუარა? კრიტიკაში მაგრები ვართ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები