როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17-18 მარტს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17-18 მარტს

17-18 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, -ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"