"ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და ჯარისკაცია მობილიზებული" - რას ამბობს სამოქალაქო აქტივისტი?
"ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და ჯარისკაცია მობილიზებული" - რას ამბობს სამოქალაქო აქტივისტი?
სოფელ ხურვალეთის განაპირას, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და შეიარაღებული ჯარისკაცია მობილიზებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამოქალქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

"რუსების რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანაა შესული სოფლის იმ ნაწილში, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იქიდან გვირეკავს ქალბატონი და სრულ პანიკაშია. იქ მცხოვრებლებს ერთი და ორი რუსი ჯარისკაცის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია შესული. ჩვენი სამართალდამცველები ცენტრალურ მაგისტრალზე არიან მობილიზებული. ძალიან ბევრი პოლიციელია და ისინი ჩვენ არ
გვიშვებენ სოფელში, არადა ხურვალეთში ჩვენი შესვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და პრინციპულად არ უნდა დავთმოთ ეს ტერიტორია. სამ წუთში ერთხელ ქართული მხრიდან ჯიპები შერბიან დიდი სიჩქარით და გამოდიან, სადამკვირვებლო მისიის მანქანებიც დავინახეთ რომ შევიდნენ, მობილზება იგრძნობა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, შეიარაღებული ნიღბიანი პირები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. აღნიშნულს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, თუმცა მისი თქმით, შეიარაღებული პირების გამოჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები