რუსეთი ოკუპანტია !
ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა?
ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა?
ტრაგედია დატრიალდა გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა საქართველოს ბანკის ყოფილი კრეატიული დირექტორი ნიკა გუჯეჯიანია.
ის ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა იყო, რომლსაც უამრავი კარგი საქმის კეთება ხელეწიფებოდა. თავის დროზე, როდესაც უცხოეთში სასწავლებლად წასული, არჩევანის წინაშე დადგა - გერმანიაში გაეგრძელებინა მოღვაწეობა თუ სამშობლოში დაბრუნებულიყო, მან სამშობლოში დაბრუნება არჩია.

"იმის
გამო, რომ მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაჩვიეს თავისუფლებას, რაც შეიძლება მეტი რამ ეცადა ცხოვრებაში, საკუთარი თავის ძიების პროცესზე პასუხისმგებლობაც თავად აიღო და დიპლომატი კი არა, გრაფიკული დიზაინერი გახდა, სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა და Miami Ad School-ში გააგრძელა სწავლა, WIDFOR’S-იდან JWT Metro-ში, შემდეგ კი Betterfly-ში გადაბარგდა. სტაჟირება გაიარა
Y&R Prague-ში, BBDO Proximity-ში, BETC-ში. თითქმის ყველგან, სადაც სწავლა თუ მუშაობა უწევდა, ასაკით ყველაზე პატარა იყო“, - ვკითხულობთ ნიკაზე "Marketer"-ის მიერ 2017 წელს მომზადებულ სტატიაში.

ნიკა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი იყო პრო­ექტ Qvevri.xyz-ის ანუ 3D პრინ­ტე­რით და­ბეჭ­დი­ლი ქვევ­რის იდე­ის თა­ნა­ავ­ტო­რი. მან და­ვით მი­ზან­დარ­თან და გი­ორ­გი მა­მა­სახ­ლის­თან ერ­თად იპო­ვა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქვევ­რს 3D-ში აშე­ნებს. ახალ­გაზ­რდებ­მა ჰო­ლან­დი­ა­ში მი­აკ­ვლი­ეს კე­რა­მი­კოსს, რო­მელ­საც დოქ­ტო­რან­ტუ­რა აქვს და­ცუ­ლი 3D პრინ­ტე­რე­ბის შექ­მნა­ზე და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და GITA-ს მხარ­და­ჭე­რით, 3D ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ბეჭ­დი­ლი პირ­ვე­ლი ქვევ­რის პრო­ტო­ტი­პიც შექ­მნეს.

ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით, 3D პრინ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ქვევ­რი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იბეჭ­დე­ბა. 1 კვი­რი­ა­ნი გაშ­რო­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­როა 24 სთ-იანი გა­მოწ­ვის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ღუ­მე­ლით - პრო­ცე­სის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტი­თა და ტემ­პე­რა­ტუ­რის მკაც­რი კონ­ტრო­ლით. შე­დე­გად, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ბეჭ­დი­ლი ქვევ­რი უფრო მდგრა­დია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-06-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?