"სოფელში სრული სიმშვიდეა, შეიარაღებული პირები არ გადმოსულან" - რას ამბობენ ხურვალეთის მცხოვრებლები?
"სოფელში სრული სიმშვიდეა, შეიარაღებული პირები არ გადმოსულან" - რას ამბობენ ხურვალეთის მცხოვრებლები?
ამ წუთებში ხურვალეთში, სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილია შეკრებილი.

ამის შესახებ ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, რომელმაც დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელში შესვლა შეძლო.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში სრული სიმშვიდეა, ოკუპირებული ტერიტორიიდან შეირაღებული პირების გადმოსვლას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეირაღებული ფორმიანები ხურვალეთელების ეზოებსა და ბაღებში იმყოფებიან, სრული სიცრუეა.

შეკრებილები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება გარკვეული პირების ინტერესებში შედის, ამიტომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად,
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ იმ პირების მიმართ, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე გადაკეტილი იყო. მედიის წარმომადგენლებს იქ შესვლის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები