თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენგეგმა დაამტკიცა - კვირის პალიტრა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენგეგმა დაამტკიცა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. თბილისის საკრებულომ თბილისის გენგეგმა სხდომაზე დაამტკიცა - 37 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი.

გენგეგმა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარადგინა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ “სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლები. საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია გენგეგმაში არსებულ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება.

დედაქალაქის გენგეგმაზე "სითი ინსტიტუტი" დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"