"ყოველ ჯერზე გამახსენდებით" - რა აჩუქა "თეთრ სახლში" მიწვეულმა ნინო ზამბახიძემ ივანკა ტრამპს? - კვირის პალიტრა

"ყოველ ჯერზე გამახსენდებით" - რა აჩუქა "თეთრ სახლში" მიწვეულმა ნინო ზამბახიძემ ივანკა ტრამპს?

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს შეხვდა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის ნინო ზამბახიძეც იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა. ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე:

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით" - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ

დღეს კი მან "ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ივანკა ტრამპისგან მიიღო. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ივანკა განსაკუთრებით კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ" - პირველი ქართველი ქალი, რომელიც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო