"ყოველ ჯერზე გამახსენდებით" - რა აჩუქა "თეთრ სახლში" მიწვეულმა ნინო ზამბახიძემ ივანკა ტრამპს?
"ყოველ ჯერზე გამახსენდებით" - რა აჩუქა "თეთრ სახლში" მიწვეულმა ნინო ზამბახიძემ ივანკა ტრამპს?
სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ზამ­ბა­ხი­ძე თე­ბერ­ვალ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტსა და მის ქა­ლიშ­ვილს შეხ­ვდა. დო­ნალდ ტრამპმა საპ­რე­ზი­დენ­ტო მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, ქალ­თა ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ქალ­თა გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ფუძ­ნე­ბის იდეა დო­ნალდ ტრამ­პის ქა­ლიშ­ვილს და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს - ივან­კა ტრამპს ეკუთ­ვნის. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნებ­თან, ელ­ჩებ­თან და პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ლი­დე­რი ქა­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ნინო ზამ­ბა­ხი­ძეც იყო.

ზამ­ბა­ხი­ძეს
ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის­თვის და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სტუმ­რე­ბის­თვის სი­ტყვით მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მი­ე­ცა. ქარ­თველ ფერ­მერს ივან­კა ტრამ­პა მი­მარ­თა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სთხო­ვა. აი, რაზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე:

"მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი, ვინც ფიქ­რობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი
გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მომ­ცა "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდმა" რომ გავმკლა­ვე­ბო­დი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც წა­ვა­წყდი. საქ­მი­ა­ნო­ბა ორი ძრო­ხით და­ვი­წყე და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ფერ­მე­რი ვარ, ახლა ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვეხ­მა­რე­ბი ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით" - აღ­ნიშ­ნა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ

დღეს კი მან "ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ივან­კა ტრამ­პის­გან მი­ი­ღო. გაგრძელება




მკითხველის კომენტარი (1)
Marafet
16 მარტი 2019 15:07
ეს გოგო უნდა აერჩიათ პრეზიდენტად მამამისის ნაცვლად. ივანკა ჩემი პრეზიდენტია!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?