რუსეთი ოკუპანტია !
ხურვალეთის მცხოვრებლები აქტივისტებს: "დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"
ხურვალეთის მცხოვრებლები აქტივისტებს: "დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები მათ სოფელში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესვლას ხმაურით შეხვდნენ. სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეიყვანეს.

მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს დავით ხუროშვილისა და გია ბატონისაშვილის ბაღები დაათვალიერებინეს. სწორედ აღნიშნულ ბაღებთან სამხედრო ფორმიანების გამოჩენის შესახებ საუბრობდნენ გუშინ.

"მავთულხლართებთან იდგნენ, არ გადმოსულან, მე არ მინახავს ისინი. ჩვენი ბაღია, მე არ გავრბივარ და თქვენ სად გარბიხართ, დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ",
- ამ სიტყვებით შეხვდნენ ხურვალეთის მცხოვრებლების ნაწილი აქტივისტებს.

კიდევ ერთი მცხოვრები დავით საღირაშვილი აცხადებს, რომ რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. საზღვარი არ გადმოულახავთ.

„თავის გამოჩენა, ან ქულების დაწერა უნდათ. რუსები ოკუპანტები არიან, მეც მებრძოლი ბიჭი ვარ და არც მე მინდა რომ დადიან, არ მსიამოვნებს, მაგრამ მივიდეთ,
ვეჩხუბით, ვაგინოთ და ვლანძღოთ, ამით რა გამოვა? ომს მოვიგებთ და ტერიტორიებს დავიბრუნებთ?“ - განაცხადა საღირაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ნინი@
16 მარტი 2019 18:55
ყოჩაღ საღირაშვილო.მაგას წაცარავა პროვოკატორი ვერ ხვდება ვითომ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?