"რუსების გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"რუსების გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას"

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან განუცხადა.

ის სოფელ ხურვალეთში არ იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებსა და აქტივისტებს სამართალდამცავებმა საოკუპაციო ზოლის სიახლოვე დაათვალიერებინეს.

„სადამკვირებლო ჯგუფი ხურვალეთში, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც შეძლეს ენახათ რა ხდებოდა. რაც თვალშისაცემი და ძალიან უცნაური იყო, ორივე ბაღის ჯამური ტერიტირიის დაახლოებით, 70-80% გაწმენდილი იყო. 2 დღის წინ ეს ტერიტორია გაწმენდილი არ ყოფილა. ამ ტერიტორიის დასუფთავება გუშინ მოხდა, ვის მიერ, ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენი ჯგუფის იქ ყოფნის პერიოდში დაფიქსირდა ორი "პიკაპის" ყოფნა. ასევე ზედა შემოვლითი გზიდან დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის შემოსვლა. რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა. გაწმენდილი ბაღის ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგში სწრაფად, მარტივად მოახერხონ ამ ბაღების ბორდერიზაცია", - განაცხადა ქაცარავამ.

"ინტერპრესნიუსი"