12 ნაფიცი მსაჯული და ქალი მოსამართლეები თუშეთში
12 ნაფიცი მსაჯული და ქალი მოსამართლეები თუშეთში
"ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. განკვეთილები, ძირითადად,ჩრდილო კავკასიაში გადაიხვეწებოდნენ ხოლმე. აი, ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში"

ჩვენში ყველაზე მეტი კამათი გენდერულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმართება. არადა, ეს ჩვენი­ ისტორიისთვის იმდენად ბუნებრივია, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. ამის ნიმუშად თუშეთიც გამოდგება, სადაც დღემდეა შემონახული სასამართლოს უძველესი ძეგლი, დართლოს საბჭეო, რომლის თავმჯდომარე (თავბჭე) ქალები არაერთხელ ყოფილან. ქართველ მთიელთა სასამართლოს ეს უნიკალური ძეგლი განადგურებისგან ისტორიკოსმა ნუგზარ­ იდოიძემ იხსნა.

-
ალბათ, გახსოვთ, 2010 წელს ნაფიც­ მსაჯულთა სასამართლოს დამტკიცებას, რომელშიც 12 სახალხო მსაჯულია, ხმაური­ მოჰყვა. არადა, თუშეთში 12 მსაჯულის უძველესი ინსტიტუტი­ გვქონდა, რომლის მოსამართლეე­ბი ქალებიც იყვნენ, მათი სიპი ქვის სკამები დღემდეა შემორჩენილი. ასეთი ისტორიული ძეგლით­ ბევრი ვერ დაიტრაბახებს.

- დაგეთანხმებით, საქართველოს მთის სამართლის ადათ-წესები ქართველების უძველესი
სასამართლო კულტურის ნიშანია. ისეთი ცნებებიც კი, როგორიც მსაჯული­ და ბჭეა,"უკვე X საუკუნიდან გვქონდა სამართალში. დართლოში 12 მსაჯულიც და მათ შორის, ქალებიც თუშეთის ოთხივ კუთხიდან იკრიბებოდნენ. მათ ხალხი ქვეყნისა და კაცის ბედს ანდობდა.

დართლოს სასამართლო, საბჭეო, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აღწერა ისტ­ორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ. ის სოფლის განაპირას იყო, საფრინდაოზე. 12 მსაჯული წრეზე განლაგებულ ქვის სავარძლებზე ჯდებოდა და დამნაშავეს განსჯიდა. წრის შუაგულში ბრტყელი ქვა იდო, სადაც მოსარჩლე იჩოქებდა. სასამართლოს ჩრდილოეთით მოწმის ქვა იდო, ჩრდილო-დასავლეთით კი - დამნაშავის. ჩრდილოეთ ნაწილში იყო საფიცარი ქვაც, რომელზეც მსაჯულები იფიცებდნენ, რომ სამართალს ღვთის წინაშე სამართლიანად აღასრულებდნენ. ასეც იყო, მთიელ მსაჯულებს არაერთი სისხლის აღებისთვის განწირული ოჯახი შეურიგებიათ. ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. განკვეთილები, ძირითადად, ჩრდილო კავკასიაში გადაიხვეწებოდნენ ხოლმე. აი, ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭეო განადგურდა - როდესაც ფაშისტებმა კავკასიას შემოუტიეს, დართლოში საბჭოთა ჯარის ნაწილი ჩადგა, ჯარისკაცებმა სანგარი გათხარეს, რომელიც საბჭეოს საუკუნოვანი ქვა-სკამებით გაამაგრეს. ამისთვის მსაჯულთა 9 სკამი დათხარეს და მხოლოდ 3 დატოვეს. მიუხედავად ამისა, დართლოს საბჭეო თუშების მეხსიერებაში არ გამქრალა, დარჩა გიორგი ბოჭორიძის აღწერილობაც. ასე რომ, 80-იანი წლების დამდეგს, როდესაც დართლო ეთნოგრაფიულ მუზეუმად გამოცხადდა, მოხალისეები დავიხმარე და მიწით ამოვსებული სანგრები გავთხარეთ. ამოვიღეთ სასამართლოს ყველა ქვა, გავწმინდეთ და ძველ ადგილას დავაბრუნეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭეოს ქვების ნამყოფ ადგილებზე ჩაღრმავებები თითქოს ისევ ეტყობოდა და სკამები იქვე ჩავსვით.

- მაინცდამაინც 12 მსაჯულს რატომ ირჩევდა თუშური სასამართლო?
- ამაზე შეიძლება სხვადასხვა აზრი გამოითქვას. მე კი ვფიქრობ, რომ ეს მზის თაყვანისცემიდან მოდის. საქართველო მზის უძველესი თაყვანისმცემელი ქვეყანა იყო. მეფე აიეტიც ხომ მზის შვილია! ასე რომ, მზის თაყვანისცემის რიტუალები თუშურ ათენგენობაშიც შემორჩა. უძველეს ასტროლოგებსაც ცა 12 ზოდიაქოდ ჰქონდათ დაყოფილი, რომლებიც ასევე მზის გარშემო ბრუნავენ. სხვათა შორის, თუშეთში აღმოჩენილ დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს არტეფაქტებზეც მზეებია გამოსახული, მათ შორის კი ვერძის ზოდიაქოს ნიშანი. ვერძის ზოდიაქო თუშეთის მწყემსური კულტურის კოსმოსური სიმბოლოა. ათნიგენობის (იგივე ათენგენობა) რიტუალებიც კოსმოსს ეძღვნება. დღესასწაული ზაფხულის მზებუდობისას იმართება. ათნიგენობა დღეს გამართულ თამაშებში კაცები მაღალ გორაზე დგებიან და "ზესკ­ნ­ელს" - კოსმოსს, გორის დაბლობში მდგარი ქალები კი "ქვესკნელს" - დედამიწას და წყალს განასახიერებენ. ამ რიტუალის არსი ის არის, რომ ქალი კაცს შეეჯიბროს. ისეც ხდება, რომ ქალები კაცებს ხშირად "ატყვევებენ" და მერე მათ "გათავისუფლებაზე" მიდიოდა "ბრძოლა". ეს სამყაროს უძველესი ბრძოლაა, რომლის სიმბოლოები თუშეთში ყველაფერშია "გადანაწილებული", რასაკვირველია, მტერთან ბრძოლაშიც და სამართალშიც.

- თუ ქალი კაცს "ატყვევებს", მაშინ რაღა გასაკვირია, რომ თუშურ სამართალში თავბჭეები ქალებიც იყვნენ.
- არა მხოლოდ თუშეთში, ქალის მოსამართლეობის მაგალითები საქართველოს მთის სამართალში სხვაგანაც იყო. რაც შეეხება საბჭეოს, თუშეთIში ლეგენდად დარჩა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი, რომელიც XVII საუკუნის მიწურულს 10 წლის განმავლობაში დართლოს სასამართლოს თავბჭე იყო. უჭკვიანესი და მჭევრმეტყველი რომ არ ყოფილიყო, სასამართლოს არავინ ანდობდა, თანაც წარმომავლობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ის თუშეთის გმირის, დევდარაიძის ქალი იყო. მამამისმა ლეკებს შეაკლა თავი.

- ბევრი ისტორიკოსის მოსაზრებით, ერეკლე მეფე არა თურქეთისა და სპარსეთის, არამედ სწორედ დაღესტნიდან შემოსეული ლეკების გამო გახდა იძულებული რუსეთს შეერთებოდა, მათ თარეშს ბოლო არ უჩანდა.
- არა მხოლოდ ლეკები, არც ქისტები­ გვაკლებდნენ ხელს. ყველაზე სასტიკი ბრძოლები მეფემ ლეკების ნაიბ ნურსლან-ბეგთან, იმავე მუცალთან გადაიტანა. 1754 წელს ყვარელზე გამოლაშქრებისას მუცალმა დაღესტანში 30000 ლეკი შეკრიბა და დაჰპირდა, თუ საქართველოზე წამომყვებით, შვილთაშვილამდე გაგამდიდრებთო. ღატაკმა ლეკობამ კარგად იცოდა, რა ფასი ჰქონდათ ქართველ ტყვეებს თურქეთისა და სპარსეთის ბაზარზე.

ეს ბრძოლა ერეკლემ და მამამისმა, მეფე თეიმურაზმა, ლეკებს მოუგეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მომავალ წელს მუცალი ისევ შემოჭრილიყო საქართველოში. ასე გრძელდებოდა დიდხანს, მაშინაც კი, საქართველო რუსეთმა რომ შეიერთა და ვითომ გვპატრონობდა.
XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან შემორჩა თუშეთს კოხას თინას ამბავი. როცა ლეკები ფარსმის ციხეს იღებდნენ, ყმაწვ­ი­ლმა ქალმა ბრძოლაში მკვდარი მამის ხმალი­ აიღო და ლეკებს შეაკვდა, თავისივე­ ხმლით გადაჭრეს შუაზე. აAსეც ხდებოდა, თუში ქალები რომ შეატყობდნენ, ლეკები დიდი ლაშქრით მოვიდნენ და ვერ დავამარცხებთო, მამებს და ძმებს სთხოვდნენ­, ჯერ ჩვენ დაგვხოცეთო. თუშები დღემდე ვყვებით სოფელ ჰეღოში ბარძიკიძის დახოცილი ცოლ-შვილის ამბავს. სანამ იარაღს აისხამდა, ცოლი შეეხვეწა: ლეკი ჭიანჭველასავით მოვიდა, ამიტომაც ჯერ მე და შენი ქალი დაგვხოცე და მერე იომეო. Aბარძიკიძემაც ჯერ ცოლი და ქალი დახოცა, მერე ლეკები ხოცა და თავადაც შეაკვდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები