მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს - კვირის პალიტრა

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

დიდი დიღომში, "გუდვილის" სიახლოვეს, ხანძარი დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ცეცხლი, დაახლოებით, 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახული, თუ როგორ გამოყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები.

"ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ", - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე".

ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია, მეხანძრე-მაშველები მისი სრული ლიკვიდაციისთვის მუშაობენ.