რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა - კვირის პალიტრა

რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსგანცხადებით, 7-შვილიან დედას, ლალა ცინდელიანს სამინისტრომ ვაზიანში ორი ბინა გადასცა, თუმცა იგი გარკვეული პრობლემების გამო იქ გადასვლას ვერ ახერხებს.

მინისტრი ტელეეთერით აღნიშნულ საკითხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და დასძინა, რომ საკითხი ცალმხრივად იყო გაშუქებული და მათ უწყებას ამ თემაზე გასარკვევად არავინ დაკავშირებია.

"სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ასახული იყო, რომ 7 შვილის დედას მართლაც უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. ამ შემთხვევაზე მართლაც ძალიან შემტკივა გული. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა ამ ოჯახისთვის, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს სახელმწიფომ გადასცა ორი საცხოვრებელი ამ ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ კომუნიკაციის მოგვარებას, რათა საცხოვრებლად გადავიდეს. ეს არის ერთ ოთახიანი და სამოთახიანი ბინები. მას ეს ბინები ერთი წლის წინ გადაეცა. ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ გულქვა ადამიანები ვართ და არ გვადარდებს ადამიანის ბედი. იქნებ თითოეულ თქვენგაზე უფრო მეტი აღქმა მქონდეს ტკივილისა და ადამიანის გაჭირვების, რადგან ნახევარი ცხოვრება პაციენტების მკურნალობაში მაქვს გატარებული", - განაცხადა მინისტრმა.

ლალა ცინდელიანის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე სიუჟეტი გადაცემა "პროფილში" გავიდა და მას შემდეგ მისი ამბავი "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა. იხილეთ სრულად