რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი დიციდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გათავისუფლებულია - კვირის პალიტრა

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი დიციდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გათავისუფლებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი დიციდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გათავისუფლებულია.

გივი ბერუაშვილი 17 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

"ინტერპრესნიუსი"