დანტე ალიგიერის საზოგადოებამ პოეტი დათო მაღრაძე მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

დანტე ალიგიერის საზოგადოებამ პოეტი დათო მაღრაძე მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა

დანტე ალიგიერის საზოგადოებამ პოეტი დათო მაღრაძე ოქროს მედლითა და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი რომში, პალაცო ფირენცეში, დანტე ალიგიერის საზოგადოებაში გაიმართა.

დათო მაღრაძე პირადად დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მაზიმ დააჯილდოვა. აღნიშნული საზოგადოებისგან მედალი და დიპლომი ქართველმა პოეტმა პირველად მიიღო. "დანტეს" თბილისის კომიტეტმა დათო მაღრაძეს ეს წარმატება მიულოცა.