"კუ­თხე­ში იყ­ვნენ მი­ყუ­ჟუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი წკმუ­ტუ­ნებ­დნენ" - ვინ არიან მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

"კუ­თხე­ში იყ­ვნენ მი­ყუ­ჟუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი წკმუ­ტუ­ნებ­დნენ" - ვინ არიან მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს

დიდ დიღომში საწყობის ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარი იყო, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქესთან ერთად ორი ლეკვიც გადაარჩინეს. ემოციური ფოტო სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. როგორც გაირკვა ლეკვებს პატრონი მალე გამოუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხფეხა მეგობრები მას უვნებლად ჩააბარეს.

Ambebi.ge იმ მეხანძრე-მაშველებს ესაუბრა, რომელთა ამბავმა და ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა:

ემზარ გოგავა, მეხანძრე-მაშველი:

- ადგილზე ძალიან დიდი ხანძარი დაგვხვდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ძლიერი ქარი იყო, რაც ცეცხლს აძლიერებდა. დაახლოებით 4-5 საათი ცეცხლის მაღალი კერების ჩაქრობა გვიწევდა. შენობიდან ერთი ადამიანი გამოვიყვანეთ. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. როდესაც ხანძრის მთავარი კერები ჩავაქრეთ, იქ ერთი პატარა ლეკვი შევნიშნეთ, კუთხეში იყო მიყუჟული და ტიროდა... ხანძრის ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ერთი ადგილი, სადაც ბიჭები ცეცხლმოკიდებულ კედელს ჭრიან, იქ იყო ხანძრის გავრცელების მეორე კერა და მეორე ლეკვი სწორედ იქ ვიპოვეთ... ორივე ძალიან საყვარელი იყო, საცოდავად კუთხეში იყვნენ მიყუჟული და შეშინებული წკმუტუნებდნენ...

- ლეკვების დედა იქ არ იყო?

- დედა ლეკვების გამოყვანის შემდეგ, ხანძრის კერის შუაში ვიპოვეთ. სავარაუდოდ, ხანძრის გამო დაიბნა, შვილებს ვერ მიაგნო, მაგრამ იქაურობა არ დატოვა, რადგან შვილები იქვე ეგულებოდა... აქამდე ძაღლის ასეთი მეტყველი სახე და თვალები არ მინახავს. ფაქტობრივად, დაგვინახა თუ არა მიშველეთო, გვითხრა... სიტყვები აღარ იყო საჭირო... საბედიეროდ, ისიც დაუზიანებლად გამოვიყვანეთ. ძალიან მინდოდა სახლში წამეყვანა, ჩემს თანამშრომლებსაც უნდოდათ, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სამსახურში წაგვეყვანა. მალე პატრონიც გამოჩნდა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ მათი ლეკვები გადავარჩინეთ... გაგრძელება