საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის" - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"