"თან წა­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი ერთი "პა­ტა­რა" ბედ­ნი­ე­რე­ბის გარ­და" - რას წერს "ფეისბუკში" ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე - კვირის პალიტრა

"თან წა­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი ერთი "პა­ტა­რა" ბედ­ნი­ე­რე­ბის გარ­და" - რას წერს "ფეისბუკში" ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახნენ, ნაცვალაძე მოტოციკლს მართავდა. შეჯახების შედეგად იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ნაცვალაძე კომპანია "სოკარის", ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა. იგი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რამდენიც არ უნდა ვეცადო, ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ვიპოვი საჭირო სიტყვებს და ალბათ ამ ფორმით ამ თემასაც აღარ შევეხები...

გაუაზრებლად, გაყინული და არვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ ბიჭზე, რომლის ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვისაც სამყაროში არსებულ ყველა ძალას ყოველდღე მადლობას ვუხდიდი და ვფიქრობდი (ახლაც ვფიქრობ), რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი...ვწერ ბიჭზე, რომელმაც დამავიწყა აქამდე არსებული ყველაფერი ცუდი და რამდენიმე თვეში მომცა იმაზე მეტი, რასაც ყველაზე თამამად ბედნიერულ ოცნებაშიც კი ვერ დავსახავდი... ვწერ ბიჭზე, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც უყოყმანოდ შემეძლო და რომ შეიძლებოდეს ახლაც სიხარულით გავაკეთებდი იგივეს...ვწერ ბიჭზე, რომელიც ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, დამაყარა თავზე ყველა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ერთად აღებული და ასევე ქარიშხალივით წავიდა და თან წაიღო სულ ყველაფერი, ყველაფერი ერთი "პატარა" ბედნიერების გარდა. რისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს და რისთვისაც ვეცდები, რომ ყველაფერი შევძლო... გაგრძელება