ქუთაისში მცირეწლოვან და-ძმას მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მცირეწლოვან და-ძმას მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ბავშვები კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დაჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", -აცხადებენ კლინიკაში.

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"