"ეს იყო და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბა" - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს - კვირის პალიტრა

"ეს იყო და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბა" - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობილი ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვედრას სთხოვდა. სოკოლოვს ქალაქის პირველ პირთან შეხვედრა თავისი ბინის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სურდა. მისივე თქმით, მერთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და კალაძემ ის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს შეახვედრა, თუმცა ამ შეხვედრით სოკოლოვი უკმაყოფილო დარჩა.

"მინდა მივმართო ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს. ბატონო კახა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი პირველი შეხვედრით, თქვენ გულთან მიიტანეთ ჩემი უზარმაზარი გასაჭირი, ის ჯოჯოხეთი რომელიც 20 წელია მადგას, თითქოს გადაწყდა კიდეც პრობლემა, მაგრამ თავართქილაძესთან (ირაკლი თავართქილაძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ავტ) გუშინწინდელი შეხვედრა იყო დაცინვა და მასხრად აგდება, რაც მე მან მითხრა და როგორც გადაწყვიტა...

მინდა ისევ შეგხვდეთ და გადავწყვიტოთ ეს საქმე რაც შეიძლება მალე, რადგან მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - აცხადებდა სოკოლოვი მიმართვაში. გაგრძელება