"ამას ვწერ იმ იმედით, რომ შენ კოსმოსიდან წაიკითხავ" - ნოე სულაბერიძის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედაზე - კვირის პალიტრა

"ამას ვწერ იმ იმედით, რომ შენ კოსმოსიდან წაიკითხავ" - ნოე სულაბერიძის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედაზე

ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ "ფეისბუკის" პირად გვერდზე გარდაცვლილ დედას ემოიციური პოსტი მიუძღვნა. ტელეწამყვანის დედა, ლილი შავერზაშვილი, რომელიც ცნობილი კომპოზიტორი გახლდათ შარშან გარდაიცვალა.

"ამბობენ, რომ დრო მკურნალია. დღეების, თვეების და წლების გასვლით ყოფას გიმსუბუქებს...სინამდვილე უკუღმართია... სულ უფრო და უფრო მძიმეა უშენობა, მონატრების შეგრძნებაც იზრდება და ყველგან, ყოველთვის თან დაატარებ. ხანდახან თვალს რომ ვხუჭავ, ვხედავ როგორ ველოდები შენი მანქანის გამოჩენას სკოლის ჩანთით ხელში, ან როგორ მიზიხარ გვერდზე და ცდილობ დამარწმუნო, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო მეცადინეობას, ან უკვე როცა გარდატეხის ასაკი მაქვს და თავში ქარი მიქრის, სახლს როგორ ვუახლოვდები და ღამის 3 საათზე როგორ მოსჩანს კორპუსის ბინებიდან მხოლოდ ერთადერთი მკრთალი შუქი და ჩემი მომლოდინე უძილო ჩრდილი ფანჯარასთან... და ის შენი ბოლო დღეების გამოხედვა რომელშიც ყველაფერი ერთად იკითხებოდა, რომლის მონატრებაც ეხლაც მახრჩობს,  როცა ამას ვწერ იმ იმედით, რომ შენ კოსმოსიდან წაიკითხავ.

ყველაფერში კიდევ უფრო მეტად იგრძნობი, ზოგჯერ დაუჯერებელ დეტალებშიც კი...

ერთი წელი შენს გარეშე, ლილი" , - წერს ნოე სულაბერიძე

წყარო