საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ხანძარია - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ხანძარია

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბალახს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ცეცხლის კერა ფიქსირდება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით, 2-3 კმ-ში მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია გორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

"ინტერპრესნიუსი"