ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები - კვირის პალიტრა

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ. "რეიტინგი" ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესში და მწერლობაში.

ქეთა თოფურია

მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალია, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია. მამას და დედას დიდი წვლილი მიუძღვით. მას მშობლები ყოველთვის გვერდით ედგნენ და ფაქტია, თოფურიამ მათი იმედები გაამართლა კიდეც. ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების პერედოზირების შედეგად მოკვდა. თუმცა ამბობენ, რომ მოკლეს. ანდრო თოფურია თბილისში დაკრძალეს.

ნინი შუშანაშვილი

ნინი შუშანაშვილი ცნობილი "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც არც ინსტაგრამი აქვს და არც "ფეისბუქის" პირადი გვერდი.

57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი "ბოსი". 2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.

კოკა კობალაძე

კოკა კობალაძე თინეიჯერებში და არამხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, მაგრამ წლებია უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს, მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის ზედმეტსახელად „სიუს“ ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა პოეტის მამა ერთი წლის წინ საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის...იხილეთ სრულად