"უნდა მო­გიყ­ვეთ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მი­თი­უ­რი გე­გო­ნე­ბათ" - წალკაში მამაკაცმა ქალი მგლებისგან იხსნა - კვირის პალიტრა

"უნდა მო­გიყ­ვეთ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მი­თი­უ­რი გე­გო­ნე­ბათ" - წალკაში მამაკაცმა ქალი მგლებისგან იხსნა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. შემთხვევა 19 მარტს, გვიან ღამით მოხდა.

მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინიც დაშავდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ჯაბა ხინიკაძე "ფეისბუქზე" ფოტოს ავრცელებს, კომენტარით:

"უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ… ეს ტარიელია, წალკაში ცხოვრობს, მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა". (წყარო)