"შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"
21-03-2019
"შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"

8 მარტს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "შინდისი" სიუჟეტი გაავრცელა, რომელსაც დღემდე რეკორდული რაოდენობით ნახვა აქვს. ფილმად ქცეულ რეალური ამბავზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე შეიქმნა, ინტერესი დიდია. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორსა და "შინდისის" ერთ-ერთ პროდიუსერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს დეტალებზე სასაუბროდ რუსთაველის თეატრში შევხვდი...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"პოლიტიკოსებს ჰქონდათ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჩემი იდეის მიმართ, რადგან ისინი მაქსიმალურად
ცდილობდნენ ქვეყნისთვის მიევიწყებინათ ეს ტრაგედია. ეგ კი არა, 11 აგვისტოს კონცერტი გამართეს, ომი მოვიგეთო და ამ დროს ვიღაც 20 წლის ბიჭს რომ დარბის და უნდა რაღაც სხვა ამბავის აფიშირება მოახდინოს, ცხადია, არ მოსწონდათ. ჩემზე და ჩემს ოჯახზე იყო დიდი ზეწოლა. მაშინ რობერტ სტურუამ კარგი რჩევა
მომცა, რაც შეიძლება ბევრი ისაუბრე ამ თემაზე პრესაში, თორემ რაც უფრო წყნარად იქნები, მარტივად მოგგუდავენო..."


"ომში 170 დაღუპული ადამიანის ოჯახებში დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გარდაცვლილის ოჯახში 5-6 დღით ვცხოვრობდი. ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, დათრგუნვილები ვიყავით, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები გვეჭირა ხელში და დღის ბოლოს რომ დავსხდებოდით, ვიმეორებდით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა გაგვეკეთებინა..."
ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
"დღეს შინდისში არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენი პროექტის მეშვეობით ბატონმა კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და ეს დღემდე არსად უხსენებია. სხვა პოლიტიკური პარტიები ჩადიან და იქიდან ბრიფინგებს მართავენ, თუმცა, კახის ერთხელაც არ უკადრებია იქ ჩასულიყო და ეთქვა, ეს ტაძარი მე ავაშენეო. ტაძარი ისე გაიხსნა, რომ საქართველოში არავინ იცის, ის ვინ ააგებინა. ჩემთვის ქველმოქმედება ეს არის..."

"ძალიან მალე, მაქსიმუმ 2023 წლამდე შინდისის ბრძოლას შევიტან სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, რადგან იმ გმირების სახელებს, რომლებმაც ერთ დღეში დაწერეს ისტორია, ახალი თაობა აუცილებლად უნდა იცნობდეს..."

"ბევრი კოლეგა გამინაწყენდა. მათ შორისაა ია სუხიტაშვილიც, რომელსაც ამ ფილმში გოგა პიპინაშვილის პერსონაჟის (ბადრი ხუციშვილი) მეუღლის (ხატია) როლი უნდა შეესრულებინა (ხატია რომ გარდაიცვალა, 46 წლის იყო). ია დამტკიცებული გახლდათ როლზე, მაგრამ გადაღებებზე შევიტყვეთ, რომ ორსულად იყო და ვერ გავრისკე. რთულ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, 7 თვის ორსულს ჩემ გამო რამე რომ დამართნოდა, მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი თავს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ნანა
22 მარტი 2019 10:40
რა ვიცი კახასი გამკვირვებია აფხაზეთის ომის გმირები საერთოდ აღარ ახსოვს, არც კი ახსენებს, ერთი მემირიალური დაფის გაკეთება ვთხოვე სადარბაზოს შესასვლელ კედელზე და 9 უარის პასუხი მივიღე, აფხაზეთის ომში დაღუპული გორგასლის 1 ხარისხის ორდერით დაჯილდოვებულ გმირზე, მაგათი არ მწამს არაფერი მითუმეტეს ეკლედიის აშენების დაფარვა
თ....
22 მარტი 2019 10:21
ბატონი კახი ღირსეული ადამიანია, ნამდვილად მისაღებია მისი ასეთი ქველმოქმედება რომ არ გააპიარა, პიროვნებაა ღვთისნიერი და იმიტომ.
misha
22 მარტი 2019 09:57
chem droze qonda roca prezidenti viyavi

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები